Speaker 

Ekaterine  Tsereteli
Deputy Head of the Insurance State Supervision Service of Georgi

2001-2006 წლებში, ასევე 2013 წლიდან - დღემდე, ეკატერინე წერეთლის საქმიანობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უკავშირდება. 2015 წლიდან იგი არის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, სადაც საკანონმდებლო რეგულაციების, მათ შორის, სადაზღვევო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესს, ლიცენზირება/რეგისტრაციის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას უწევს კურირებას. ეკატერინე წერეთელი, პროფესიით იურისტია. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მრავალწლიან თანამშრომლობას ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ინტეგრაციას ევროპულ მარეგულირებელ სივრცეში. ეკატერინე წერეთელი, გარდა დაზღვევის მარეგულირებელი სისტემისა, წლების განმავლობაში, იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.