Speaker
Vakhtang Abashidze
Commissioner of Communications Commission
2017 წლიდან არის კომუნიკაციების კომისიის წევრი. 2014-2017 და 2000-2004 წლებში კი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ვახტანგ აბაშიძის პროფესიული კარიერა 1983 წლიდან გაზეთში “Заря Востока” დაიწყო, სადაც კორესპონდენტად და კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობდა. წლების განმავლობაში იყო გაზეთების “მოლოდიოჟ გრუზიი“-ს და „7 დღე“ მთავარი რედაქტორი, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“-ს დირექტორი. 1995-2000 წლებში ვახტანგ აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი იყო. 2005-2014 წლებში ის კომპანია „ოპტიმა მენეჯმენტს“ ხელმძღვანელობდა, მუშაობდა კონსულტანტად სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და მსოფლიო ბანკის პროექტში “Development of a Rural Telephone Strategy and Implementation of Pilot Plan in the Caucasus (Azerbaijan, Armenia, Georgia)”, იყო სს „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.