Speaker
Evrim Özgül Kazak
Head of External Relations and Competition Advocacy Department, Turkish Competition Authority
ევრიმ ოზგიულ კაზაქს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით ანკარას შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Middle East Technical University, Ankara, Türkiye). ასევე, მას მინიჭებული აქვს მაგისტრის წოდება პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში ბილქენტის უნივერსიტეტიდან (Bilkent University, Ankara, Türkiye) და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი IESE ბიზნესის სკოლიდან (IESE Business School, Barcelona, Spain). ევრიმ ოზგიულ კაზაქმა პროფესიული კარიერა 2005 წელს თურქეთის კონკურენციის უწყებაში დაიწყო, სადაც 2009 წლამდე მუშაობდა კონკურენციის ასისტენტ-ექსპერტის პოზიციაზე. 2010–2015 წლებში მან, როგორც კონკურენციის ექსპერტმა, მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა კონკურენციის სამართლის აღსრულებისა და პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით. 2016–2017 წლებში ევრიმ ოზგიულ კაზაქი მუშაობდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის განყოფილებაში, სადაც მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში კონკურენციის პოლიტიკისა და ადვოკატირების სფეროში. თურქეთის კონკურენციის უწყებაში დაბრუნების შემდეგ, 2017–2023 წლებში, იგი მუშაობდა კონკურენციის უფროს ექსპერტად. 2024 წელს კი, დაინიშნა საგარეო ურთიერთობებისა და კონკურენციის ადვოკატირების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. აღნიშნულ პოზიციაზე ევრიმ ოზგიულ კაზაქი ხელმძღვანელობს უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიებსა და კონკურენციის კულტურის პოპულარიზაციის პროგრამებს თურქეთში.