Speaker
Levan Vepkhvadze
Executive Director of BAG
2019 წლის 29 მაისიდან, იკავებს BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. მანამდე, 2017 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ლევან ვეფხვაძეს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ლევანი იყო „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (GIEC) გენერალური დირექტორი, 2016 - 2017 წლებში, ეკავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დირექტორთა საბჭოს წევრის და გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობა. 2008 წლიდან 2012 წლამდე, ლევან ვეფხვაძე გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. სხვადასხვა დროს იგი იყო დემოკრატიული ინოვაციების ცენტრისა და საქართველოს ევროატლანტიკური ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებლობის პირველ არხზე, ტელეკომპანია „მზეში“ და ტელეკომპანია „იმედში“ საინფორმაცო და საზოგადოებრივი გადაცემების პროდიუსერად. ტელეკომპანია „იმედში" ეკავა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექციის დირექტორის მოადგილის თანამდებობა. ლევან ვეფხვაძე პროფესიით მათემატიკოსია, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი) და დიდი ბრიტანეთის ქ. გლაზგოს სტრატკლაიდის უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაასრულა სამაგისტრო კურსები გლობალური ენერგო მენეჯმენტისა და რაოდენობრივი ფინანსების პროგრამით.