Speaker 

Tinatin  Gujabidze
Chief Specialist of the Financial Education and Strategic Development Department, National Bank of Georgia

თინათინ გუჯაბიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თინათინ გუჯაბიძე უკვე რვა წელია მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკში ფინანსური განათლების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. იგი მონაწილეობდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ამჟამად, თინათინი ხელმძღვანელობს ფინანსური განათლების პროგრამების განვითარებასა და განხორციელებას, ატარებს ტრენინგებს და ამზადებს სასწავლო მასალებს, რაც უწყობს ხელს ფინანსური წიგნიერების ამაღლებას როგორც ინსტიტუციებში, ისე ინდივიდუალურ დონეზე. ეროვნულ ბანკში მუშაობამდე, თინათინმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო საბანკო სფეროში, მუშაობდა მიკრო და მცირე ბიზნესის კლიენტთა მრჩევლისა და კერძო კლიენტთა მრჩევლის პოზიციებზე სს „კრედო ბანკში“ და სს „პროკრედიტ ბანკში“. თინათინს აქვს მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი საბანკო და საფინანსო მიმართულებით და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის სპეციალიზაციით.