Unknown: Automatic conversion of false to array is deprecated in /var/www/ccc/catalog/controller/startup/startup.php on line 95 Speakers

 Speaker 

Cosmin  Belacurencu
Board Member of the Romanian Competition Council

ბატონი კოსმინ ბელაკურენკუ ამჟამად მეორე ვადით იკავებს რუმინეთის კონკურენციის საბჭოს წევრის პოზიციას. მას რუმინეთის კონკურენციის საბჭოში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს- საქმიანობა დაიწყო საქმის განმხილველის პოზიციიდან და შემდეგ დაინიშნა სახელმწიფო დახმარების სამმართველოს დირექტორის მოადგილედ. ბატონ კოსმინს გამორჩეული გამოცდილება აქვს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების სფეროში, ასევე საბჭოს წევრის როლში — თანამშრომელთა მართვისა და სხვადასხვა ინიციატივებისა და პროექტების კოორდინირების მიმართულებით. ბატონ კოსმინ ბელაკურენკუს მრავალი ლექცია აქვს ჩატარებული ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებსა და ღონისძიებებზე (OECD, ICN, მსოფლიო ბანკი და სხვ.), აქტიურად მონაწილეობდა ტექნიკური დახმარების პროგრამებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონკურენციის პოლიტიკის განვითარებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა, სადაც Twinning-ის პროექტების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მან დაამთავრა ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი და მოიპოვა პროექტების მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი ბუქარესტის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ეროვნულ სკოლაში, მენეჯმენტის ფაკულტეტზე.