Speaker
Tamta Margvelashvili
Director of Competition, Capital and Financial Markets Practice | Nodia, Urumashvili & Partners.
მისი საქმიანობის სფერო მოიცავს საბანკო და საფინანსო, კონკურენციის, კორპორატიულ და M&A და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ის აქტიურად არის ჩართული კანონშემოქმედებით პროცესებში, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში ხშირად არის წარმოდგენილ ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებზე. თამთა, ასევე, არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი კვლევა ფოკუსირებულია კონკურენციის სამართლის აღსრულებაზე ეკონომიკის რეგულირებადი სფეროებისთვის და წარმოადგენს ევროკავშირთან შედარებით-სამართლებრივ ანალიზს. ის ფლობს ბელგიის ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხს. ის 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდში საქმიანობდა მკვლევარის პოზიციაზე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გერმანული და ევროპული ეკონომიკური სამართლის, კონკურენციის და მარეგულირებელი სამართლის ინსტიტუტში. პრაქტიკულ საქმიანობას ერთად თამთა არის მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში. მიღებული აქვს არაერთი სტიპენდია, გრანტი და სხვადასხვა დროს მონაწილებდა გაცვლით პროგრამებში ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი აკადემიური საქმიანობა ითვლის სამეცნიერო პუბლიკაციებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.