Speaker
Davit Bibileishvili
Head of the Services Department of the Georgian Union of the Blind
დავით ბიბილეიშვილი მუშაობს “საქართველოს უსინათლოთა კავშირში“, სერვისების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. იგი არის „საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის“ გამგეობის წევრი. დავით ბიბილეიშვილი 2022 წლიდან არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებული UNCRPD-ის აღსრულების მექანიზმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკოორდინაციო კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2021 წლიდან კი საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების მიწვეული წევრი. დავით ბიბილეიშვილი 2019-2020 წლებში ასევე იყო სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მიწვეული წევრი. იგი განათლებით არის სამართალმცოდნე, დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტი და ამავე უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.