Speaker
Salome Kavtaradze
Head of Legal Department GCCA
სალომე ზედამხედველობს სააგენტოს სამართლებრივ საკითხებს. კერძოდ, კონკურენციის, მომხმარებელთა დაცვის და ანტიდემპინგური მიმართულების საკითხებს. მას კონკურენციის სფეროში მუშაობის 6 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია. ასევე, მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. იგი ადრე მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში. სალომეს აქვს მინიჭებული დოქტორის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია). სალომე არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აგრეთვე კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.