Speaker
Gvantsa Chkheidze
PUBLIC DEFENDER OF CONSUMER INTERESTS (COMMUNICATIONS OMBUDSMAN)
გვანცა ჩხეიძე 2019 წლიდან - დღემდე, არის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. იგი, 2005-2019 წლებში, იკავებდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2016 წლიდან - დღემდე, კითხულობს ლექციებს დიპლომატიური, საკონსულო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2007 – 2009 წლებში, იკავებდა გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) პროექტის - ეროვნული კოორდინატორის თანამდებობას. გვანცა ჩხეიძემ, 2022 წელს, დაამთავრა ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლა, აშშ-ში საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 2014 წელს, დაამთავრა ესტონეთის დიპლომატიური სკოლა - საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია.