Unknown: Automatic conversion of false to array is deprecated in /var/www/ccc/catalog/controller/startup/startup.php on line 95 Speakers

 Speaker 

Elena Gasol Ramos
Global Lead for Digital Regulations, World Bank

ელენა გასოლ რამოსი მსოფლიო ბანკში ციფრული რეგულაციების საერთაშორისო მიმართულებას ხელმძღვანელობს - ბანკის გლობალურ პროგრამას მომხმარებელთა დაცვის სფეროში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ონლაინ მომწოდებელთა დაცვას და მონაცემთა უსაფრთხოებას, მათ შორის, საზღვრისპირა ტერიტორიებზე. ელენა გასოლი არის GRIDMAP ინსტრუმენტის შემქმნელი — რაც, თავის მხრივ, არის ინოვაციური რესურსი, მომხმარებელთა დაცვის ჩარჩოების გაძლიერების მიმართულებით. ელენა გასოლს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მსოფლიო ბანკში, სხვადასხვა პოზიციებზე. იგი სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა ფილიპინებში, პალაუში, პერუში, კენიაში, სენეგალში, სომხეთსა და მექსიკაში. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე, ელენა გასოლი იყო იურიდიული მრჩეველი აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაში ასევე სამსახურებრივ საქმიანობას ეწეოდა ევროპის კომისიაში ბრიუსელში და იურიდიულ ფირმა Wilmer Cutler and Pickering–ში. იგი არის სალამანკისა და ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციების წევრი და წლების განმავლობაში ასწავლიდა შედარებით კონფიდენციალურობის სამართალს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში. ელენას აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი ევროპულ სამართალში ბრიუგეს ევროპულ კოლეჯში და აგრეთვე ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში.