Speaker
María Pilar Canedo Arrillaga
Senior Expert at the OECD’s Competition Division, Commissioner of the Spanish National Markets and Competition Commission
მარია პილარ კანედო არილაგა არის OECD-ის კონკურენციის განყოფილების უფროსი ექსპერტი, ესპანეთის ეროვნული ბაზრებისა და კონკურენციის კომისიის კომისარი. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა დეუსტოს უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, სამართლის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დეკანის მოადგილისა და სხვა თანამდებობებზე. ის იყო ბასკეთის კონკურენციის უწყების ყოფილი პრეზიდენტი და კონკურენციის სასამართლოს ყოფილი წევრი. მარია პილარ კანედო არილაგა არის კონკურენციის სამართლის დოქტორი, კერძო საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის პროფესორი, მიწვეული პროფესორი სხვადასხვა ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკის სამართლის სკოლებში. იგი არის ტრანსნაციონალური სავაჭრო სამართლის ჟან მონეს ჯილდოს მფლობელი და ავტორი 50-ზე მეტი პუბლიკაციისა, მათ შორის, კონკურენციის სამართლის, კერძო საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის სამართლის სფეროებში.