Speaker
Brigitte Acoca
Head of Unit - OECD Committee on Consumer Policy - OECD Working Party on Consumer Product Safety
ბრიჯიტ აკოკა 2005 წელს შეუერთდა OECD-ის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორატს. მომხმარებლის პოლიტიკის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რანგში, იგი კურირებს OECD-ის მომხმარებლის პოლიტიკის კომიტეტსა და მასში შემავალ უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფს - სამომხმარებლო პროდუქციის მიმართულებით. ჯგუფი პასუხისმგებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერაზე, ციფრულ და ეკოლოგიურად მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. OECD-ში მუშაობის დაწყებამდე, ბრიჯიტ აკოკა მუშაობდა კონკურენციის სამართლის იურისტად საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში - ბრიუსელსა და პარიზში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ბრიუგეს ევროპის კოლეჯში (College of Europe) - ევროპულ ინსტიტუციურ და კონკურენციის სამართალში. ასევე, მიიღო დოქტორის წოდება (DEA) University Paris II Panthéon-Assas-ში - ევროპისა და კერძო საერთაშორისო სამართალში. 2001 წლიდან იგი არის პარიზის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.