Speaker
Giorgi Abashishvili
Founder & CEO of Business Insider Georgia & Economic Forum Georgia
Business Insider Georgia & Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი გიორგი აბაშიშვილი აგრეთვე არის ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი. 2021-2023 წლებში, იყო ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი. 2021-2023 წლებში, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და CIU ბიზნესის ინსტიტუტის პროფესორი. 2020-2021 წლებში, ხელმძღვანელობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსებულ „ბიზნესის კვლევის სახლს“. 2020-2021 წლებში, იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კანცლერი და პროფესორი. 2019-2020 წლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელი. 2012-2013 წლებში გიორგი ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციის ცენტრს. 2019 წლიდან დღემდე, არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში. 2014 წელს, დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, ხოლო 2015-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2013 წელს, იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს წევრი. 2005-2011 წლებში, ის ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “რესპუბლიკურ ინსტიტუტს” და მართავდა სამოქალაქო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განათლების სფეროებთან დაკავშირებულ ოცზე-მეტ საგრანტო პროექტს, რომლებიც დაფინანსებული იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, USAID-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, VVD International-ის და ღია საზოგადოება-საქართველოს ფონდის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, პოლონეთის მთავრობის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. გიორგი აბაშიშვილი 2018 წლიდან არის საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი; OECD ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის წევრი; არის საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დუალური განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი; პროექტ „ReforMeter“ - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მმართველი საბჭოს წევრი; ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მრჩეველთა საბჭოს წევრი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიური საბჭოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. გიორგი აბაშიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და ეკონომიკური პოლიტიკის მაგისტრი. 2006 წლიდან, კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით. იგი გახლავთ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების მიერ გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიის ავტორი.