Speaker
Ettore Maria Lombardi
Professor of Private Law and Digital Society Law University of Florence, School of Law
ეთორე მარია არის კერძო სამართლის და ციფრული საზოგადოების სამართლის პროფესორი ფლორენციის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. იგი აგრეთვე მუშაობს იურიდიულ ფირმა Hage-Chahine with Lombardi-ში მრჩევლად. მანამდე მუშაობდა DLA Piper-სა და Hogan Lovells-ში რომსა და მილანში. ეთორე მარია მარკ-ანდრე რენოლდისთან (ჟენევის უნივერსიტეტი), და აიკ შმიდტთან (კაპოდიმონტეს მუზეუმის დირექტორი) ერთად, უძღვება აღმასრულებელი ხელმძღვანელებისთვის შექმნილ კურსს „ხელოვნება და სამართალი“. გარდა ამისა, ის კითხულობს შემდეგი კურსის ლექციებს: „კონდომინიუმი: სამართალსა და მის სოციალურ როლს შორის“. ეთორე მარია ლომბარდის მიღებული აქვს იურისტის დიპლომი (J.D.) და სამართლის დოქტორის (Ph.D.) ხარისხი ფლორენციის უნივერსიტეტიდან, აგრეთვე კანონის ლიცენციატის (Licentiate in Canon Law) და თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ვატიკანის ლატერანის უნივერსიტეტიდან. იგი აგრეთვე ფლობს სამართლის მაგისტრის (LL.M.) ხარისხს ჰარვარდის სამართლის სკოლიდან და მიღებული აქვს უმაღლესი რანგის სერტიფიკატები ოქსფორდის Saïd Business School-იდან და კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ხელოვნური ინტელექტის, მდგრადობის მართვისა და ფინანსების მიმართულებით. ლომბარდი მოღვაწეობდა როგორც მოწვეული მკვლევარი ნიუ-ორკის წმინდა იოანეს სამართლის სკოლაში, მოწვეული პროფესორი მაიამის უნივერსიტეტში, უფროსი მკვლევარი ბრაზილიის უნივერსიტეტის სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის ემპირიული და გამოყენებითი კვლევის ლაბორატორიაში, ლონდონის UCL-ის Blockchain Technologies ცენტრში, ასევე მოწვეულ მეცნიერ-თანამშრომლად ევროპული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ლონდონის Queen Mary University-ში, ინდოეთის CUTS C-CIER-სა და სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში. ეთორე მარია ლომბარდი ორჯერ იყო არჩეული იტალიის ბანკის საბანკო და ფინანსური არბიტრაჟის წევრად. ამჟამად არის Nuova Pignone Holding S.p.A. კომპანიის ზედამხედველობის ორგანო “Model 231”-ს პრეზიდენტი. ბატონი ეთორე მარია ლომბარდის აქვს ნებართვა განახორციელოს იურიდიული პრაქტიკა იტალიასა და ნიუ-იორკში. იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიულ ასოციაციაში, მათ შორის Harvard Law School Association of Europe-სა და Société de législation comparée-ში. არის ექვსი წიგნისა და სამოცზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი კერძო, კომერციულ და საფინანსო სამართალში.