Unknown: Automatic conversion of false to array is deprecated in /var/www/ccc/catalog/controller/startup/startup.php on line 95 Speakers

 Speaker 

Durim  Kraja
Member of the Albanian Competition Authority Commission

ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეის 2022 წლის 23 ივნისის №54/2022 გადაწყვეტილებით, დურიმ კრაია კონკურენციის უწყების კომისიის წევრად აირჩიეს. იგი წარმატებულად მოღვაწეობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 1988 წელს, მან დაამთავრა ტირანას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ფინანსების სპეციალიზაციით, ხოლო 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში არსებული ნებრასკას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შედეგად, მიენიჭა საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 2015 წელს მან მოიპოვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მენეჯმენტის მიმართულებით. ექვს წელზე მეტი (2005-2011) იკავებდა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს გენერალური მდივნის თანამდებობას. იგი ასევე მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთა კაბინეტის უფროსად (2013), აუდიტის დირექტორატის უფროსად და ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორად (2003-2005). გარდა ამისა, იგი მუშაობდა ტირანას ეროვნული კომერციული ბანკის გენერალურ დირექტორატში მოკლევადიანი კრედიტების დეპარტამენტში (1993) და შკოდერის კომერციული ბანკის ფინანსების უფროსად (1991-1993). კრაია იყო „ევროპის საბჭოს ბანკის „CEB“-ის ადმინისტრაციული და აღმასრულებელი საბჭოს წევრი (2005-2009) და წარმოადგენდა ალბანეთს. ასევე (2006-2010 წწ. ) იყო ალბანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ისლამური განვითარების ბანკში“. მას ასევე ეკავა გადამცემი სისტემების ოპერატორის OST-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის“ თანამდებობა (2008-2011). კრაია მუშაობს ლექტორად ტირანას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 2019 წლიდან ის ასევე არის ტირანას მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ლექტორი. არის სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.