Unknown: Automatic conversion of false to array is deprecated in /var/www/ccc/catalog/controller/startup/startup.php on line 95 Speakers

 Speaker 

Mirta  Kapural
President of the Competition Council, Croatian Competition Agency

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტი. ამ პოზიციაზე იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს ხორვატიის პარლამენტმა დაამტკიცა. 2004 წლიდან მუშაობს ხორვატიის კონკურენციის სააგენტოში და ამ პერიოდში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა: განიხილავდა საქმეებს, ხელმძღვანელობდა საბაზრო სერვისების სექციას და იყო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2019 წლიდან კაპურალი კონკურენციის საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავდა თანამშრომლობას ევროკომისიასთან, ევროკავშირის კონკურენციის ორგანოებთან (ECN), საერთაშორისო კონკურენციის ქსელთან (ICN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მირტა კაპურალი ხელმძღვანელობდა არაერთ საკანონმდებლო სამუშაო ჯგუფს. მათ შორის, კურირებდა ევროკავშირის 2019/1 (ECN+) დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ინტეგრაციის პროცესს და ზიანის ანაზღაურების შესახებ კანონის მომზადებას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის 2014/104 დირექტივის დარღვევებთან. იგი ექსპერტის როლში მონაწილეობდა მრავალ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში კვიპროსში, კოსოვოში და სხვა რეგიონებში, ხოლო ECN+ დირექტივის მოლაპარაკებებში ხორვატიას წარმოადგენდა. კაპურალი კითხულობს ლექციებს ევროკავშირის და ეროვნული კონკურენციის სამართალში საჯარო მოხელეებისთვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და ამავე თემებზე აქვს მრავალი პუბლიკაცია. დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი „თანამედროვე ევროპულ კვლევებში“ სასექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ხოლო დოქტორის ხარისხი - კონკურენციისა და კორპორაციულ სამართალში - მიენიჭა კვლავ ზაგრების უნივერსიტეტში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებს. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს კონკურენციის სამართალს, კორპორაციულ სამართალს, ევროკავშირის სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობებს.